დმანისში ოპოზიციის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას ორი პირი დაჭრეს[ვიდეო]

დაპირისპირება დმანისში, სოფელ განთიადში- გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა, დაჭრილია ორი ადამიანი.

როგორც დმანისის მოქმედმა მერმა და გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, გიორგი ტატუაშვილმა TV4-ს განუცხადა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ განთიადში შეხვედრას მართავდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა პროვოკაცია მოაწყვეს და დაპირისპირების დროს დაიჭრა ორი ადამიანი.

გიორგი ტატუაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირებაში სუს-ის წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.