კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:
– ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
– უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
– ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
– ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.
“იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი”, – აცხადებენ სამინისტროში.









