“ევროპელმა დემოკრატებმა” რუსთავის საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი წარადგინეს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერებმა პაატა დავითაიამ და მამუკა გამყრელიძემ რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

დღესვე “ევროპელმა დემოკრატებმა” რუსთაველებს საკრებულოს პარტიული სიის პირველი ნომერი, გოჩა ომიაძე წარუდგინეს.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივ არჩევნებზე “ევროპელ დემოკრატებს” მაჟორიტარობის კანდიდატები არ წარუდგენიათ, თუმცა პარტიიდან რუსთავის მერობისთვის ორ ოქტომბერს ვაჟა ბახტურიძე იბრძოლებს.