“გირჩის” ტური რუსთავში – პარტიამ “გირჩი მეტი თავისუფლება” თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და პირიქით, ტურისტული ტური მოაწყო.
როგორც პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რუსთავი-თბილისის ხაზზე სატრანსპორტო მონოპოლიაა.
ჯაფარიძის თქმით, კომპანია “ინტერტრანსის” სერვისი გაუარესდა და ფასი გაიზარდა, რაც რუსთაველებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. დღევანდელი აქცია-პერფორმანსით “გირჩი” მონოპოლიის დასრულებას მოითხოვს.