რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმაც.
რუსთავის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა გვირგვინებით შეამკეს ჟიული შარტვას ძეგლი.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, 300 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი. შეიარაღებულმა კონფლიქტმა სხვადასხვა ეროვნების 10 ათასამდე მებრძოლის და 4 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.