“პატრიოტთა ალიანსმა” რუსთავში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტია “პატრიოტთა ალიანსმა” რუსთავში მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიასა და რუსთაველებს შორის შეხვედრა თეატრის წინ მდებარე გამსახურდიას სკვერში გაიმართა. 

ადგილობრივ არჩევნებზე “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი თორნიკე არევაძე იქნება. პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები შვიდივე ოლქში ჰყავს დასახელებული. 

“პატრიოტთა ალიანსი” სოციალურად დაუცველ რუსთაველებს უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხარისხიან საკვებს ჰპირდება.