შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.
შსს-ის განმარტებით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას იმის მიერ, ვისაც წარსულში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აქვს ჩადენილი“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.