პრეზიდენტი: საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია.  

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით,  ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა,  დასრულდა თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, ამას მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჩვენებს.