საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში კოალიციური მთავრობა აუცილებელია.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ ჟურნალთან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დასრულდა თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, ამას მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები აჩვენებს.