რა სიახლეებია ,,მიუ” შტამთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ახალ “მიუ” შტამთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.

“მიუ” შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის, შესაძლოა, შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა – ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე”, – განაცხადა  პაატა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში “მიუ” შტამი არ დაფიქსირებულა და ახლა ქვეყანაში პრობლემას შტამები “დელტა” და “დელტა +” წარმოადგენს.