დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ახალ “მიუ” შტამთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.
“მიუ” შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის, შესაძლოა, შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა – ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში “მიუ” შტამი არ დაფიქსირებულა და ახლა ქვეყანაში პრობლემას შტამები “დელტა” და “დელტა +” წარმოადგენს.