პანდემია და ვითარება ადგილობრივ ბაზრებში [ვიდეო]

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სავაჭრო ობიექტებში, მათ შორის ბაზრებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება სავალდებულოა. მე-12 მიკრორაიონში არსებულ ბაზარში მომუშავე პერსონალი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველ ორ კვირაში ტესტს იტარებს.

ბაზართან ე.წ იზოლაციის ოთახია მოწყობილი, სადაც ეპიდემიოლოგების ჯგუფი, ყოველ ჯერზე, პერსონალის მინიმუმ 20%-ს ამოწმებს.  შექმნილია ბაზაც, რომელიც ყოველ ორშაბათს ჯანდაცვის სამინსიტროს ეგზავნება და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება ადგილობრივ ბაზარს, ფუნქციონირება გააგრძელოს.