როგორ მისცემენ ხმას კოვიდდადასტურებული პირები[ვიდეო]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის მუნიციპალიტეტებში არანაკლებ 1 საარჩევნო უბანი შეიქმნება.

პანდემიისა და არსებული რეგულაციების ფონზე, იმისათვის, რომ კოვიდდადასტურებულმა და იზოლაციაში მყოფმა პირებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ  მოეწყობა სპეცუბნები, საარჩევნო ყუთებს მოქალაქეებს ბინაზე და კოვიდსასტუმროებში მიუტანენ.

ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს ცესკოს 2021 წლის 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე: მოთხოვნისთვის ამომრჩეველს შეუძლია დარეკოს ნომერზე 0322 51 00 51.