რუსთაველი მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე წივწივაძე საქართველოშია

ქართველი ნიჩბოსანი, მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე წივწივაძე საქართველოში დაბრუნდა.

სპორტსმენმა პორტუგალიაში მიმდინარე 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნოჩბოსნობაში, ოქროს მედალი მოიპოვა.

ალექსანდრემ 500 მეტრ დისტანციაზე ფინალში მაღალ დონეზე იასპარეზა და 1:55.30 წუთში პირველმა მიაღწია ფინიშამდე.

მეორე იყო რუსი მაქსიმ კარატაევი, რომელიც ჩვენიანს 0.27 წამით ჩამოჩა, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოველი მიჰაი ჩიჰაია გავიდა.