რუსთაველი ნიჩბოსანი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა 

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.

ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 3 სექტემბერს დაიწყება და იუნიორებსა და 23 წლამდელებს შორის გაიმართება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან 18 წლამდელებს შორის ერთიანი კანოეთი 1000-მეტრიანი დისტანცია 4 წუთსა და 1 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა.