რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში მიმართვიანობა შემცირებულია

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა შემცირებულია.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში TV4-თან საუბრისას აცხადებენ ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი მკურნალობს. ოთხივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება.

კლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგის, მარინა აბულაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ბავშვთა საავადმყოფოში წლამდე ასაკის პაციენტი არ ჰყავთ.