რუსთავის ბაღებში სწავლა 5 ოქტომბრიდან განახლდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდება. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ქალაქის ბაღებში სწავლა 5 ოქტომბერს დაიწყება.

როგორც გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რეალურ გარემოში სწავლის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია მშობლების ვაქცინაცია.