რუსთავის ვაქცინაციის ცენტრებში მიმართვიანობამ დაიკლო [ვიდეო]

ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების პარალელურად მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. თუ ერთი თვის წინ, ქვეყანაში დღიურად 25 000-ზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ეს რიცხვი თითქმის განახევრდა და ვაქცინაციის ცენტრებში მიმართვიანობამ იკლო.

მაჩვენებელი შემცირდა რუსთავშიც, ეპიდემიოლოგები კოვიდვაქცინის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ როგორც აქამდე, დღესაც უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი ვაქცინაა.