დღეს, 27 სექტემბრიდან რუსთავის წყლის სერვის ცენტრში მომხმარებლების მიღება განახლდა. ინფორმაციას “რუსთავის წყალი” ავრცელებს.
“კომპანია რუსთავის წყალმა, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და დაცვით, დღეს, 27 სექტემბრიდან სერვის ცენტრში მომხმარებლების ადგილზე მიღება განაახლა. კომუნალური მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება რუსთავის წყლის სერვის ცენტრში.
ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა ასევე გრძელდება დისტანციურად: რუსთავის წყლის ელექტრონულ ფოსტაზე – online@rwc.ge
სერვის ცენტრისა და დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქ ჩათის საშუალებით.”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.