რუსთავის ჯვარი ნაწილობრივ ანათებს. რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელის, მოვალეობის შემსრულებლის ლევან გველესიანის ინფორმაციით, ჯვრის სარემონტო სამუშაოები ხვალიდან განახლდება.
“ქსელში არსებულმა ავარიულმა დაზიანებამ გამოიწვია ჯვრის განათების ნაწილობრივი გათიშვა, ამ ეტაპზე მოხდა ჯვრის გარე განათებაზე ძაბვის მიწოდების შეწყვეტა, რადგან არ მოხდეს ქსელის ამჟამინდელი გაუმართაობის გამო დენგამტარი ნაწილების უფრო მეტად დაზიანება.უსაფრთხოების ტექნიკის წესებიდან გამომდინარე ჯვრის განათების აღდგენითი სამუშაოებ განახლდება 11.09.2021 წლიდან, ხოლო სამუშაოებოს დასრულების შემდეგ ჯვრის განათება ჩაირთვება სტანდარტულ დროს” – ამბობს ლევან გველესიანი