რუსთავში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს[ვიდეო]

სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა- ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმში მოკლეს.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდების ხეივანში, გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი. ღონისძიებას ომის რუსთაველი ვეტერანები ესწრებოდნენ.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, 300 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი. შეიარაღებულმა კონფლიქტმა სხვადასხვა ეროვნების 10 ათასამდე მებრძოლის და 4 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.