დღეიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი, რომელიც აქამდე 25 საჯარო სკოლის წინ იღებდა ვაქცინაციის მსურველებს, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
ამასთან, დღეიდან რუსთავში მოწყობილ სამივე ამცრელ პუნქტში “სინოფარმით” ვაქცინაციაც იქნება შესაძლებელი.
ინფორმაციისთვის, რუსთავში, სამედიცინო დაწესებულებების პარალელურად, კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელია:
1. მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ)
2. მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ)
3. მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ვაქცინაციის მსურველებს აცრის გაკეთება 11:00 საათიდან შეუძლიათ. ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ.







