რუსთავში სულ 84 საარჩევნო უბანი იქნება

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ქალაქში სულ 84 საარჩევნო უბანი იქნება. კომისიის წევრებმა უბნების თავმჯდომარეები შეარჩიეს, საკუთარი წარმომადგენლები დანიშნეს პარტიებმაც.

საუბნო საარჩევნო კომისიები 17 წევრისგან დაკომპლექტდა. ცესკომ უკვე შეადგინა ამომრჩეველთა ერთიანი სიაც.

თითოეული ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს ცესკოს ოფიციალურ საიტზე https://cesko.ge/ საკუთარი მონაცემები გადაამოწმოს.

ქვეყნის მასშტაბით თითოეულ უბანზე ვიდეო კამერა განთავსდება, რომლის მეშვეობითაც  არჩევნებს დააკვირდებიან.