საკრებულოს სხდომა – ფიროსმანის ქუჩაზე ახალი უბანი მოეწყობა

რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ახალი უბანი მოეწყობა და ორი ოთხსართულიანი საცხოვრებელი ბინა აშენდება, – საკითხს კენჭი დღეს რუსთავის საკრებულოში უყარეს და დადებითად გადაწყვიტეს.

საკრებულოს სხდომაზე ჯამში რვა საკითხი განიხილეს. მათ შორის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედ, ვეტერანების საკითხებისა და რუსთავის განვითარების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს, უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდება.