რუსთავში 106 907 ამომრჩეველი აღირიცხა

რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 106 907 ამომრჩეველი აღირიცხა.

N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ქალაქში ოთხი სპეცუბანი იქნება. მსჯავრდებულებისთვის საარჩევნო უბნები განთავსდება  მე-5, მე-6, 16-ე და 17-ე პენიტენციურ დაწესებულებებშიც, სადაც ხმის მიცემის შესაძლებლობა დაწესებულების თანამშრომლებს და იმ მსჯავრდებულებს ექნებათ, რომლელთა  იურიდიული მისამართი რუსთავშია.

ქალაქში სულ 84 საარჩევნო უბანი იქნება.