“საზოგადოება რუსთაველები-კეთილი ადამიანები”: კირკიტაძის განცხადებები აგებულია დეზინფორმაციაზე[ვიდეო]

“საზოგადოება რუსთაველები-კეთილმა ადამიანებმა” და სპორტსმენთა თანადგომის ფონმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე საუბარი შეეხო გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის წინასაარჩევნო დაპირებებსა და გეგმებს.  როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დავით კირკიტაძის  დაპირებები არარეალურია და მისი შესრულება კანონის ფარგლებს სცდება.

“დავით კირკიტაძის მიერ გაკეთებული განცხადებები აგებულია დეზინფორმაცია, სიცრუის ტირაჟირებაზე, რაც ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიას და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”-განაცხადა  “საზოგადოება რუსთაველები-კეთილი” ადამიანების თავმჯდომარემ, ავთანდილ კარანაძემ.

TV4-თან კომენტარში, ბრალდებებს უპასუხა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა რუსთავში, დავით კირკიტაძემ.