ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი კლინიკა “მედცენტრში” დაფიქსირდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, 20 წლის გოგოს პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა და ანამნეზში აღენიშნებოდა ჯანრთელობის სხვა პრობლემა.