საქართველოში 1 366 678 აცრაა ჩატარებული

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 366 678 აცრა ჩატარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 7 სექტემბერს აიცრა 27 011 პირი.

ამასთან, ერთი დოზით აცრილია 856 956 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 509 722.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.