დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოფარმით” პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
“მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.