გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. TV4-ის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა შენობაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში TV4-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განაგურებას გულისმოხბს.