გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თელეთში,
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის შემდეგ, ეზოებში ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასევე ხორციელდება სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.
საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა სოფელ ყარაჯალარშიც. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები ისეთ ლოკაციებზე მიმდინარეობს, სადაც ამ დრომდე გზა საერთოდ არ არსებობდა.









