საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში – საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერს, რამაზ ბუდაღაშვილს, მერიის თანამშრომლებს და ადგილობრივებს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა თავდაცვის სამინისტროს “ტერიტორიული რეზერვის” პროგრამის დეტალების გაცნობა იყო.
პროგრამა 4 წლიან ანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურს გულისხმობს. შეხვედრის მიზანი ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის პოპულარიზაციაა. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, “ტერიტორიულ რეზერვში” მსურველთა რეგისტრაცია ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში ხორციელდება.