ქვემო ქართლში თავისუფალი საწოლების რაოდენობა გაიზარდა

ქვემო ქართლში თავისუფალი საწოლების რაოდენობა გაიზარდა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის კოორდინატორის, თეა ბაკაშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სტაციონარული რესურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კერძოდ, დილის მონაცემებით, რეგიონში კოვიდპაციენტებისთვის მობილიზებული 500 საწოლიდან, 200 თავისუფალია.

ინფორმაციისთვის, საწოლფონდთან დაკავშირებით მონაცემები სისტემატურ რეჟიმში იცვლება, თუმცა როგორც სამსახურში აცხადებენ, კოვიდკლინიკები გადატვირთული აღარ არის.