ბოლო ერთი კვირაში, ქვემო ქართლში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები დღიურად 500-ით შემცირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღიური დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონში 1800 – დან 1 300-მდე ჩამოვიდა.
დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა რუსთავშიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის თქმით, თუ ერთი კვირის წინ რუსთავში, ყოველდღიურად 100-150 ადამიანი ინფიცირდებოდა კორონავირუსით, ახლა მაჩვენებელი 50-70 -მდე შემცირდა, რაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების და ვაქცინაციის შედეგია.
ბეგაშვილი აღნიშნავს, რომ მოიმატა მოსახლეობაში პირბადის გამოყენების პროცენტულმა მაჩვენებელმაც.









