ეპიდვითარება ქვემო ქართლში – არის თუ არა სტაბილიზაციის ნიშნები[ვიდეო]

ბოლო ერთი კვირაში, ქვემო ქართლში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები დღიურად 500-ით შემცირდა.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  დღიური  დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონში  1800 – დან 1 300-მდე ჩამოვიდა.

 დადებითობის მაჩვენებელი შემცირდა რუსთავშიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის,  დავით ბეგაშვილის თქმით, თუ ერთი კვირის წინ რუსთავში, ყოველდღიურად 100-150 ადამიანი ინფიცირდებოდა კორონავირუსით,  ახლა მაჩვენებელი 50-70 -მდე შემცირდა, რაც მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების და ვაქცინაციის შედეგია.

ბეგაშვილი აღნიშნავს, რომ მოიმატა მოსახლეობაში პირბადის გამოყენების პროცენტულმა მაჩვენებელმაც.