ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაცია ტვ4-ს სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მხარის პირველი პირის ახალი მოადგილე გიორგი დოხტურიშვილი იქნება. როგორც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, გიორგი დოხტურიშვილს დანიშვნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ორშაბათს გაავრცელებენ.
ინფორმაციისთვის, ამ დრომდე შოთა რეხვიაშვილს სამი მოადგილე ჰყავდა: ზვიად ჭუნაშვილი, კახა კობერიძე და გიორგი შინჯიკაშვილი.
ინფორმაცია გიორგი დოხტურიშვილის შესახებ:
დაბადების თარიღი: 09.03.1988
საგანმანათლებო დაწესებულება: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
სპეციალობა: აგრონომი
სამუშაო/პოზიცია
2017 – დღემდე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი
2014/2017 – თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა – მესამე მასივის საუბნო განყოფილების უფროსი – გამგებლის წარმომადგენელი
2013/2014 – ქალაქ თბილისის საკრებულო – საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიის წამყვანი სპეციალისტი
2013/2014 – ქალაქ თბილისის საკრებულო – ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო პოლიტიკის კომისიის წამყვანი სპეციალისტი
2010/2013 – ქალაქ თბილისის საკრებულო – ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის წამყვანი სპეციალისტი