ქვემო ქართლში 90 000-მდე ადამიანი ორჯერადად არის ვაქცინირებული[ვიდეო]

ბოლო ერთი კვირაში, ქვემო ქართლში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის,  დავით ბეგაშვილის ინფორმაციით,  მიმდინარეობს მე-4 საჯარო სკოლაში იმუნიზაციის ცენტრის მოწყობის სამუშაოები და ვაქცინაციის კიდევ ერთი პუნქტი რამდენიმე დღეში გაიხსნება.

ინფორმაციისთვის, დაახლოებით 30 000 ადამიანი რეგიონში კორონავირუსის საწინააღდმდეგო ვაქცინით ერთჯერადად აიცრა, ორჯერადად აცირლია 95 000 ადამიანი.