ქუთაისში კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ

ქუთაისში კორონავირუსით ტყუპები გარდაიცვალნენ. კოვიდდადებითი ტყუპები “კლინიკა ბომონდი”-ს ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ.

კლინიკაში ერთ თვიანი მკურნალობის მიუხედავად, მათი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

“კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24 საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, – აცხადებს “კლინიკა ბომონდი”-ს ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ბარათაშვილი.