პრემეირ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
მისივე თქმით, დმანისის ინციდენტი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს.
„დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი. პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც, სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.