“მოსახლეობის 60% სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი წერს.
კულუმბეგოვის თქმით, მოსახლეობის 60% შემდეგ ტალღებს სრულიად “მოშიშვლებული ხვდება”.
“კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%! აცრა გაიკეთა მოსახლების 21%-მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა. გამოდის ჩვენი მოსახლეობის 60% სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება! წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში”, – წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.









