რაგბის კავშირის ინიციატივით, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში რაგბის სტადიონი აშენდება. ჭყონდიდელის დასახლებაში გაიმართა სპორტკომპლექსის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სპორტსმენები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება, კონკრეტულად როგორი იქნება ახალი მოედანი.
უშუალოდ მშენებლობა, სავარაუდოდ, 2022 წლიდან დაიწყება.
რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა.