ხანმოკლე წვიმა, ელჭექი – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

„რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.