​ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის 2 ახალი პუნქტი გაიხსნა 

ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინაციის გაფართოების პროცესი გრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტს იმუნიზაციის 2 ახალი პუნქტი შეემატა.

Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით აცრა ადგილობრივებს დაბა კაზრეთის პოლიკლინიკაში, ასევე სოფელ ქვეშის ამბულატორიაში შეუძლიათ.

ბოლნისში მუშაობა დაიწყეს მობილურმა ამცრელმა ბრიგადებმაც. სამი ბრიგადა, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციას უზრუნველყოფს. მომავალი კვირიდან ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთი ამცრელი პუნქტის გახსნა იგეგმება.