გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს
11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, რაჭისუბანი, მწყნეთი, ნახიდური, სავანეთი, მუხრანა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ერეთელი, ორჯონიკიძე, ბაილარი, მირზოევკა, ბეგლიარი, ხიხიანი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ჩივთქილისა, თეჯისი, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისში ფიროსმანის, გოგებაშვილის, ერეკლე მეფის, ლეჩხუმის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისში გამსახურდიას, აღორძინების, ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას, შანიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს გარდაბანში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









