ყოველკვირეული გათამაშება დღეს პირველად გაიმართა. Stopcovid ლატარია “აიცერი და მოიგეს” პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პორტალზე ასახული მონაცემების თანახმად, აღნიშნული თანხა ბოლნისში “სინოფარმით” აცრილმა ნ.რ-მ მოიგო.
გარდა ბოლნნისისა, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი – ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანებმა 5000, 1 500 და 1 000 ლარი მოიგეს.
მოგებულებს “საქართველოს ეროვნული ლატარიის” წარმომადგენლები უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. გამარჯვებულები ასევე NCDC – ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.









