10 სექტემბრის ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. რაც შეეხება ქვემო ქართლში, რეგიონში კორონავირუსი 129 პირს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 225 ტესტი,  ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 8,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,42%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 575 210 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 534 559 გამოჯანმრთელდა, 8 089 გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 433 296 აცრა, დღიურად აცრილია 24 325.