13 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავშიფალიაშვილის, თოდრიას, მეგობრობის, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი, შახმარლო და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში თრიალეთი, კავთა, განთიადი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.