საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4351 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.
რაც შეეხება რეგიონებს: თბილისში გამოვლენილია 324 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 133, ქვემო ქართლი – 38, შიდა ქართლი – 36, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 192 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,5%, ბოლო 14 დღის – 7,81%, ბოლო შვიდი დღის – 7,36%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 581 815 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 545 961 გამოჯანმრთელდა, 8 233 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 507 986 აცრა, დღიურად აცრილია 14 703.