14 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის რაიონის სოფლებში აკაურთა, ზვარეთი, რატევანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თბილისის, გონაშვილის, დოლიძის, იალღუჯის, მეგობრობის, ლომოურის, გორის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლენში შინდლარი და შახმარლო; 12:00-დან 12:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისში სულხან საბას, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკაში და წალკის რაიონის სოფლებში თრიალეთი, ჩაპაევკა, კავთა, ხრამჰესი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი, გაჯისაკენდი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 12:30 საათამდე და 19:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროსა და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, ქსოვრეთი, მადანი, ვაკე და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.