2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა | 15 სექტემბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 393, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 143, გურია – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 251, კახეთი – 338, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 587 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 551 780 გამოჯანმრთელდა, 8 347 კი გარდაიცვალა.

14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, 54 კი გარდაიცვალა.